Monday, 10 June 2019

სამუშაო შეხვედრები

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:  ნინო ბერძულიშვილი

შეხვედრის / შეხვედრების თარიღი:  25.05;  01.06;  08.06;  

შეხვედრის / შეხვედრების თემა:  ბლოგის შექმნა; ბლოგის მართვა; სასწავლო რესურსის შექმნა ბლოგზე.
შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი:    რეგისტრაცია ვებგვერდზე  blogspot.com
 ბლოგის შექმნა და მართვა.  ელექტრონული რესურსის შექმნა ბლოგზე.

შეხვედრაზე განხილული თემის აქტუალურობა:   სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა გადავწყვიტე  ჩემი პროფესიული  საჭიროებდან გამომდინარე. სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის მეშვიდე საჯარო  სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა  სასწავლო პროცესში. მიმაჩნია, რომ ეს სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის. ამიტომ გადავწყვიტე მეც მიმეღო მონაწილეობა მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრებში,  განმემტკიცებინა ჩემი ცოდნა ციფრული რესურსების შექმნის საქმეში. შეხვედრებზე გავეცანი  ბლოგის შექმნის ინსტრუქციებს, ბლოგის მართვას, რათა შემექმნა ციფრული რესურსები, რომლებსაც გამოვიყენებდი სასწავლო პროცესში.

გთხოვთ მოკლედ აღწეროთ რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი: 
შეხვედრაზე დავრეგისტრირდი ვებგვერდზე blogspot.com,  გავეცანი ბლოგის შექმნის და მართვის წესებს. შევქმენი სასწავლო რესურსი, რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.


გთხოვთ მოკლედ აღწერეთ შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას:
            განვიმტკიცე  ბლოგზე მუშაობის წესების შესახებ ცოდნა, რომელსაც მომავალში გამოვიყენებ.      
შევქმნი ელექტრონულ რესურსებს, რომელიც იქნება საჯარო და ყველა გამოიყენებს. მე კი  გამიმარტივებს შემდგომში მუშაობას. რადგან შევძლებ მოსწავლეებს გადავუგზავნო სახლში დავალებები ნებისმიერ დროს. გაეცნონ სახლში ახალ ინფორმაციას (შებრუნებული საკლასო ოთახი) და  ამით საგაკვეთილო დრო დაიზოგება.


როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში :
შევქმენი ელექტრონული რესურსი ,,ოქროს კვეთა“, https://oqroskvetanino.blogspot.com/, რომელიც ავტვირთე  ბლოგზე. ამ რესურსის გამოყენება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასევე  მეც შემიძლია გამოვიყენო სხვადასხვა კლასში.

როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?

მომავალში ამ პრაქტიკას აქტიურად დავნერგავ, რაც მნიშვნელოვნად გამიმარტივებს მუშაობას.  სამუშაო შეხვედრები ძალიან დამეხმარა, რომ განმემტკიცებინა ცოდნა. მომავალში ბლოგს კიდევ უფრო დავხვეწავ, და საინტერესო და საჭირო ელექტრონულ რესურსებს შევქმნი, რომელსაც გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.
შენიშვნა: გთხოვთ რეფლექსიის ფორმას დაურთოთ შეხვედრის დროს ან შეხვედრაში მონაწილეობის შედეგად შემუშავებული სასწავლო რესურსი (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, აქტივობის გეგმა, მოსწავლეთა შედეგების ანალიზი, და ა.შ.).